პარასკევი, 2025-02-07, 19.39.05
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » მაისი » 31 » “თვითკურნებადი” ზედაპირი
17.17.52
“თვითკურნებადი” ზედაპირი

 ინჟინრების ოცნება – თვითკურნებადი ზედაპირი – კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სინამდვილეს: მკვლევარებმა შექმნეს გალვანური ფენა, რომელიც ნენომეტრის სიდიდის კაპსულებს შეიცავს. ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში კაპსულებიდან გამოიყოფა სითხე, რომელიც დაზიანებულ ადგილებს შეაკეთებს.

ადამიანის კანს განსაკუთრებული თვისება გააჩნია, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ მცირე ჭრილობები თუ ნაკაწრები საკმაოდ სწრაფად ხორცდება. სულ რამოდენიმე დღეში დაზიანებები უკვალოდ ქრებიან. სულს სხვა მდგომარეობაა, როცა საქმე ეხება არაორგანულ მატერიებს, მაგალითად მეტალს: თუ გალვანური ფენა დაზიანდა, რომელიც ზედაპირს იცავს, მეტალი კოროზიისგან დაცულველი რჩება. ინჟინრები ცდილობენ კანის უნივერსალური თვისება – დაზიანებები მცირე დროში უკვალოდ მოიშუშოს – მეტალზე გადაიტანონ. იდეა შემდეგში მდგომარეობს : გალვანურ ფენაში უნდა სითხით სავსე ბურთულები თანაბრად გადანაწილდეს(, როგორც ქიშმიში ნამცხვარში). ზედაპირის დაზიანების შემთხვევაში დაზიანების ადგილას მყოფი ბურთულები გასკდება, სითხეს გამოუშვებს და ამგვარად "შეაკეთებს” ნაკაწრს.
ამ მიმართულებით ჩატარებული ცდები აქამდე წარუმატებელად მთავრდებოდა: გალვანურ ფენაში მოთავსებული კაპსულები ამ ფენის მექანიკურ თვისებებს ცვლიდნენ, რადგანი ისინი თავიაანთი 10-15 მიკრომეტრი სიდიდით ძალიან დიდები იყვნენ დაახლოვებით 20 მიკრომეტრი სისქის გალვანური ფენისთვის.
ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარებმა პროდუქციის ტექნიკისა და ავტომატიზირების დარგში(IPA) დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტელ კოლეგებთან ერთად განავითარეს გალვანური ფენის ნანო-კაპსულებით დამზადების მეთოდი. ამ პროექტს აფინანსებს ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდი. კაპსულების დიამეტრი მხოლოდ რამდენიმე ასეული ნანომეტრია, ამდენად ბევრად პატარა, ვიდრე აქამდე იყო. "სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ კაპსულები გალვანური ფენის წარმოების დროს არ დაზიანდეს”, ამბობს დოქტორი მარტინ მეტცნერი, IPA-ას განყოფილების უფროსი. "რაც უფრო პატარაა ბურთულა, მით უფრო თხელი და მგრძნობიარეა მისი დამცავი გარსი.ელექტროლიტები , რომლებიც გალვანოტექნიკური პროცესებისთვის გამოიყენება, ქიმიურად საკმაოდ აგრესიულები არიან და ადვილად შეუძლიათ კაპსულების განადგურება”. ამის გამო საჭიროა მკვლევარებმა კაპსულების დამცავი გარსისთვის საჭირო მასალა გამოყენებულ ელექტროლიტებს შეუთავსონ.

ნანახია: 585 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

Block title


Copyright MyCorp © 2025