პარასკევი, 2025-02-07, 19.40.26
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » სკოლა 10 წლის შემდეგ
10.25.02
სკოლა 10 წლის შემდეგ

საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვას საქართველოს სკოლებში ბოლო 2 წელიწადია განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ეჭვგარეშეა რამდენიმე წელიწადში ფუნდამენტურად შეცვლის თავად სკოლას და სწავლების მეთოდს – ქართულ განათლებას.
განათლების მესვეურებსა თუ IT კომპანიების მენეჯერებს, ცალსახად პასუხის გაცემა, თუ როგორი შეიძლება იყოს სკოლა 10 წლის შემდეგ საქართველოში, უჭირთ, თუმცა მიმდინარე მოვლენებს მეტ–ნაკლებად დადებითად აფასებენ. მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიური ელემენტები 10 წლის შემდეგ სკოლაში სწავლებისათვის შეუქცევადი კომპონენტები გახდებიან, რაც, შედეგად, ბევრად უფრო განვითარებულ საზოგადოებას მოგვცემს.
„ჩემი წინჭვრეტით, 10 წლის შემდეგ სასწავლო პროგრამა და გაკვეთილები გაცილებით უფრო მეტად იქნება გაჯერებული ტექნოლოგიური ელემენტებით, მაგალითად, სასწავლო მასალებში ბევრი ბმულები იქნება ვიკიპედიასა და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე. ასევე იქნება ტექნიკურ საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია) სიმულაციები და ცდების ჩატარებისას სოფტვერული ინსტრუმენტების გამოყენება უფრო აქტიური იქნება. ყველას ექნება კომპიუტერი – ეს შეიძლება იყოს ტაბლეტი ან ნეთბუქი, მაგრამ ალბათ უფრო ტაბლეტები. მოსწავლეებს დავალებებს მისცემენ კომპიუტერზე შესასრულებლად და ქაღალდი და რვეული ნაკლებად იქნება მოხმარებაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაზრდის ტექნოლოგიური ინსტრუმენტების (კომპიუტერი, ვები, ონლაინ სერვისები) გამოყენების ხარისხს საზოგადოებაში, რაც ამ უკანასკნელის განვითარებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,"– მიიჩნევს ზვიად სულაბერიძე, „კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის" ტექნიკური ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 
დავით ასათიანი, Microsoft Georgia–ს გენერალური მენეჯერი დარწმუნებით ამბობს, რომ ტექნოლოგიები ძალიან დააჩქარებს განათლების სისტემის განვითარებას. უახლოეს მომავალში ტექნოლოგიები იქნება ინტეგრირებული განათლების ყველა მიმართულებით: ცოდნის საზოგადოება, კურიკულუმები, კოლაბორაცია, კონტენტის შექმნა და გაზიარება, შეფასება და ა.შ.:
„ტექნოლოგიები ცოდნის მიღების ახალი მოდელების შექმნას გამოიწვევს. შეიქმნება გარემო, რომლის საშუალებითაც გაიზრდება საზოგადოებრივი მოტივაცია და ჩართულობა. დღეს მიმდინარე პროექტები საფუძველია ამ მიმართულებით მასშტაბური ცვლილებების განხორციელებისთვის,"–დავით ასათიანი, Microsoft Georgia–ს გენერალური მენეჯერი.
ამირან მეტრეველის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის" დირექტორის აზრით, სკოლის (ზოგადი სასკოლო განათლების) რეფორმირების გზა აუცილებლად საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე გადის. სრულიად წარმოუდგენელია, რომ სკოლამ, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეასრულოს ის დაკვეთა, რასაც დღევანდელი საზოგადოება აყენებს მის წინაშე. თუმცა მას უჭირს იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ სკოლა, ვინაიდან ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი გეგმა ცნობილი არ არის. მისივე თქმით, თუ ისტ-ს(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) დანერგვა სწორი გზით წავა, ის სერიოზულ გავლენას იქონიებს სასწავლო პროცესის ყველა მხარეზე. ბეჭდურ მასალას თანდათანობით ციფრული ჩაანაცვლებს.

„კომპიუტერულ ტექნიკას აქვს სხვა სასკოლო ინვენტარისგან განმასხვავებელი არსებითი თვისება. მაგალითად, მერხი შეიძლება 10 წელი არ გამოიყენოთ, შეინახოთ საწყობში და 10 წლის შემდეგ დაიწყოთ მისი გამოყენება. ის (თუნდაც მოძველებული დიზაინისა) თავის მოვალეობას მაინც შეასრულებს. კომპიუტერების შემთხვევაში ეს ასე სრულიადაც არ არის. სკოლაში შეტანილი, კომპიუტერი 4-6 წლის შემდეგ გამოუსადეგარია იმის მიუხედავად, მას ყოველდღე იყენებდნენ, თუ საწყობში იყო შენახული. ამიტომ ძალიან კარგად არის დასათვლელი, თუ რაში ჯობია თანხის დახარჯვა – კომპიუტერების შეძენაში თუ დანარჩენი მიმართულებების (სასწავლო რესურსები, მასწავლებლები) განვითარებაში,"– ამბობს ამირან მეტრეველი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის" დირექტორი.
„როდესაც დღეს ქართულ სკოლებში მიმდინარე რეფორმებზე არის ასუბარი, ძირითადად რეფორმის ორ ელემენტზე კეთდება აქცენტი: სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსიფიცირებასა და ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაზე. მომავალში (მაგალითისთვის ავიღოთ 10 წელიწადი) ყველა მოსწავლე სკოლის დამთავრების დროს თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და იცნობდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლებს. მაგრამ მხედველობაში აუცილებლად მისაღები ხდება ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც დადგება დღის წესრიგში და ყველასთვის იქცევა დიდ თავისტკივილად, თუ სასკოლო პოლიტიკის ორ მნიშვნელოვან ელემენტს არ მიექცა სათანადო ყურადღება. ლაპარაკია მასწავლებლის ინსტიტუტის პრესტიჟის ამაღლებასა და სკოლის მასწავლებლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კომპენენტების შეთავაზებაზე,"– აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა.
გიორგი ხიშტოვანი დასძენს, რომ თუ ამ ორი კომპონენტს, მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის გაზრდასა და მასწავლებლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებას სათანადო ყურადება არ მიექცევა, სხვა შემთხვევაში, გაჩნდება არსებული გაუცხოება მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის, რაც თითქმის შეუძლებელს გახდის მასწავლებლისათვის მოდერაციის პროცესის წარმართვას საკლასო ოთახში, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის მოსწავლეების სოციალური ინტეგრაციის აუცილებელ პროცესს, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა სკოლის დანიშნულების თემაზე დისკურსის ფარგლებში.

ნანახია: 583 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ჩანაწერების არქივი

Block title


Copyright MyCorp © 2025