პარასკევი, 2025-02-07, 20.07.38
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » მაისი » 31 » მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება
21.32.28
მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება.

ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას – ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

სინგაპურის ეროვნული სტადიონის პროექტი, მულტინაციონალურმა კომპანია "არუპმა” შეიმუშავა, რომელსაც მთავარი ოფისი ლონდონში აქვს. მისი ტრიბუნები 55 000 მაყურებელს დაიტევს. ნაგებობის გუმბათოვანი სახურავი ნაწილობრივ გასაშლელია, გუმბათის გრძივი გარსშემოწერილობა 310 მეტრს აღწევს, მთლიანი ფართობი კი 20 000 კვადრატული მეტრია.

გუმბათის ასაგებად, ძალიან თხელ და მტკიცე ფოლადს გამოიყენებენ. ამის წყალობით, კვადრატულ მეტრზე ეგრეთ წოდებული სტრუქტურული წონა 100 კილოგრამზე ოდნავ მეტი იქნება. ამ სტრუქტურის ჯამური წონა კი 8 057 ტონას მიაღწევს.

"არუპის” განცხადებით, სახურავის ორივე მხარე, გიგანტური საპროექციო ეკრანის დანიშნულებასაც შეასრულებს. ამგვარად, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხევადკრისტალური ეკრანი. გარდა ამისა, მზიდ სტრუქტურას

3 000 ცალი შუქდიოდური ნათურა გაანათებს.

სტადიონი ასევე გაგრილების უნიკალური სისტემითაც აღიჭურვება. სინგაპური ტროპიკულ მხარეში მდებარეობს, რის გამოც, იქ ძლიერი სიცხე და წვიმები იცის. წვიმისა და მზის სხივებისგან მაყურებელს გუმბათის სტრუქტურა დაიცავს. "არუპის” ინფორმაციით, გაგრილების ენერგოეფექტური სისტემა, ყოველ დასაჯდომ ადგილს, გრილ ჰაერს მიაწვდის. ამასთან, სტადიონი მრავალფუნქციურია და შესაძლებელია უმოკლეს დროში მისი იმგვარად გადაკეთება, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობების მიღება შეძლოს.

სტადიონის გარდა, სინგაპურის სპორტულ კომპლექსში ასევე შევა: 3 000-ადგილიანი მრავალმხრივი დანიშნულების დახურული არენა, 12 000-ადგილიანი სინგაპურის დახურული სტადიონი, 41 000 კვადრატული მეტრის კომერციული ფართობი და 3 000-ადგილიანი საწყლოსნო კომპლექსი, რომლის ტრიბუნის ტევადობაც, საჭიროების შემთხვევებში გაორმაგდება.

ნანახია: 566 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

Block title


Copyright MyCorp © 2025