პარასკევი, 2025-02-07, 20.13.07
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » მაისი » 31 » ხუთი ტექნოლოგია, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეალობად იქცევა
17.11.14
ხუთი ტექნოლოგია, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეალობად იქცევა

ახალი წელი გვიახლოვდება, ამ დროს ბევრი წარსულში იყურება და შედეგებს აჯამებს, ზოგი კი მომავალს შესცქერის და ცდილობს გამოიცნოს რა გველის ხვალ. კომპანია IBM ყოველ წელს იმ ხუთი ახალი ტექნოლოგიის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც დღესდღეობით ფანტასტიკური გვეჩვენება, მაგრამ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეალობად გადაიქცევა. 
კომპანია IBM
IBM კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა. უმსხვილესი და ამასთანავე უძველესიც.
კომპანიის შექმნის ისტორია გერმანელ ემიგრანტს, ჰერმან ჰოლერიტს (Herman Hollerith) უკავშირდება, რომელმაც 1888 წელს ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, „ტაბულატორი" შექმნა. ამ მანქანის შესაძლებლობები სულ მალე, 1890 წელს გამოჩნდა, იმხანად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობდა. მონაცემთა გადასამუშავებლად ჰოლტერის „ტაბულატორი" გამოიყენეს, მისი წყალობით ამ ოპერაციას სულ რაღაც 3 თვე დასჭირდა, არადა 24 თვე იყო ნავარაუდევი. გამომგონებლის ეს პირველი დიდი წარმატება ბევრი ახალი გამოგონების საწინდარი გახდა.
რა გველის ხვალ
IBM დღესაც მომავალში იყურება და ცდილობს დროს არ ჩამორჩეს. რომელია ის ხუთი ტექნოლოგია, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეალობად იქცევა?
სენსორები ყველგან და ყველაფერში
თითეული ადამიანი არა ერთ მობილურ მოწყობილობას ფლობს – კომპიუტერს, ტელეფონს და სხვა. ამ მოწყობილობებში, თავის მხრივ, სხვადასხვა სენსორებია ჩამონტაჟებული. ჩვენს ხელთ არსებული ელექტრონული მოწყობილობები, ჩვენთვის საჭირო კონკრეტულ ამოცანებს ასრულებენ. მომავალში კი მსოფლიოში გაბნეული მოწყობილობებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ზოგადი სურათის შემუშავება. ეს იგივეა, რომ გამოკითხვა ადამიანებში კი არა, არამედ ელექტრონულ მოწყობილობებში ჩაატარო. მაგალითად,„გამოკითხვების" საფუძველზე კლიმატური მოდელების შესწავლა მოხდება. ან სულაც ბუნებრივი კატაკლიზმების დროულად აღმოჩენა.
მოძრავი სამგანზომილებიანი ჰოლოგრამები
მიუხედავათ იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ჰოლოგრამული ვიდეო ამ მოცემული მომენტისთვის მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაშია. IBM-ის სპეციალისტთა აზრით, სრულფასოვანი ჰოლოგრამული ვიდეოჩვენება სულ მალე, ჩვეულებრივ ამბად იქცევა და მინიატურული ჰოლოგრამული პროექტორით თითქმის ყველა მობილური ტელეფონი იქნება აღჭურვილი.
ელექტრო ენერგიის მიღებისა და შენახვის ახალი მეთოდები
ახალი ტიპის ელექტრობატარეების, აკუმულატორების და სხვა ენერგიის წყაროების შექმნის შესახებ თითქმის ყოველ დღე გვესმის, რაც IBM-ის სპეციალისტთა აზრით, იმის მიმანიშნებელია, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში აუცილებლად გაჩნდება ენერგიის შენახვის ისეთი მოწყობილობები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა ათჯერ უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მათი დღევანდელი ანალოგები. ასევე გაჩნდება მათი დატენვის ახალი საშუალებები. მაგალითად, შესაძლებელი იქნება მობილური მოწყობილობების უბრალოდ ტანისამოსზე გახახუნებით დატენვა, ან სულაც ჰაერში გაქანავებით.
სითბოს უტილიზაცია
თითქმის ყველა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობა მუშაობის პროცესში გამოყოფს სითბოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი სითბოს გამოყენების გარკვეული ცდები უკვე არსებობს, ეს სისტემები ჯერჯერობით არარენტაბელურია და უმეტეს შემთხვევაში სითბო უბრალოდ იკარგება. IBM-ის სპეციალისტთა აზრით, მომავალში მსგავს სისტემებს მეტი ყურადღება მიექცევა და თუნდაც კომპიუტერის პროცესორის მიერ გამოყოფილი სითბო, ადამიანთა სასიკეთოდ იქნება გამოყენებული.
პერსონალური მარშრუტიზაცია და ნავიგაცია
სანავიგაციო სისტემები დღითიდღე ვითარდება. დიდ ქალაქებში, დღეს, ინტერნეტისა და სანავიგაციო სისტემების საშუალებით, შესაძლებელია სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება, გზებზე საცობებისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ. IBM-ის სპეციალისტთა აზრით, მომავალში პერსონალური სანავიგაციო სისტემები განვითარდება, ამ სისტემების დახმარებთ კი, თითოეული მომხმარებლისთვის პერსონალური მარშრუტი შემუშავდება, რაც გადაადგილებას ოპტიმალურს გახდის. შესაბამისად არ იქნება საცობები, დაიზოგება საწვავი და მძღოლების ნერვული სისტემაც.
ნანახია: 604 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

Block title


Copyright MyCorp © 2025