
ნამცხვარი „შარლოტა" მსხლით შემადგენლობა: ცომისთვის: 3 კვერცხი; 1 ჭ.შაქარი; 200 მლ. ნატურალური იოგურტი; 1 პაკეტი საფუარი: 1ს/კ ფქვილი; პატარა ზომის მსხლები; ცოტა კარაქი ფორმაზე წასასმელად; 2 ს/კ შაქარი. მომზადება: ცომის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბრენდერში. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ 2 ს/კ შაქარი, დააწყვეთ ოთხად გაჭრილი მსხლის ნაჭრები, მოასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი. ფორმა გადმოაბრუნეთ თეფშზე და გადაიღეთ ცხელი ნამცხვარი. |