პარასკევი, 2025-02-07, 19.54.50
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » საიტების კატალოგი » სახლი » სამზარეულო

საიტების კატეგორიაში: 11
ნაჩვენებია საიტი: 1-11

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები


საჭირო მასალა:

კომბოსტოს 8 ფურცელი
8 ნაჭერი ლორი
2 კვერცხი
8 ნაჭერი ყველი
100 გ. დაფხვნილი ორცხობილა
4 პამიდორი
100 გ. ზეთი
2 კბილი ნიორი
დაფქული შავი პილპილი
მარილი

მომზადების წესი:

1.კომბოსტოს ფურცლები გათუთქეთ მარილწყალში. ლორის ნაჭრები შეწვით. კვერცხს შეურიეთ 2 ს. კ. წყალი და ათქვიფეთ.
2.კომბოსტოს ფურცლებს მოაცილეთ უხეში ადგილები. თითეულ ფურცელზე მოათავსეთ ლორი და ყველი, მოაყარეთ პილპილი და კონვერტისებულად გადაახვიეთ.
3.შნიცელი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხსა და დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით. პამიდორი დაჭერით სქელ რგოლებად.
4.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი და შეწვით პამიდორი. გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით თაფაში დარჩენილი წვენი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გვერდით დაუდეთ შნიცელი. შეგიძლიათ, გააფორმოთ მწვანილით.


სამზარეულო | გადასვლები: 231 | დაამატა: კომბოსტოს შნიცელი | თარიღი: 2013-06-01

მასალად საჭიროა:
ლობიო – 600 გრ.
ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა.
ხახვი – 100 გრ.
დაფნის ფოთოლი – 3 ც.
ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი.
შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი.
კომბოსტო – 1 თავი.
ქინძი – 2 სუფრის კოვზი.
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: 
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.

სამზარეულო | გადასვლები: 224 | დაამატა: ლობიოს ტოლმა | თარიღი: 2013-06-01

საჭირო მასალა:

1 ჭიქა მწვანე ზეთისხილი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 მოზრდილი ხახვი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 4 ს.კ. ფქვილი, 100 გ ნაღები, 20 გ თეთრი მშრალი ღვინო, 3 ცალი კარტოფილი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქათმის ბულიონი – გასაზავებლად, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და გავაკეთოთ პიურე. ხახვი, ნიორი და ზეთისხილი დავჭრათ წვრილად. ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ნიორი და ზეთისხილის ნახევარი, ვშუშოთ 5-7 წუთი, შემდეგ კი შევურიოთ კარტოფილის პიურე. წიწაკა წვრილად დავჭრათ და ცოტა ზეთში მოვშუშოთ, შევურიოთ ფქვილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. წიწაკა და პიურეში არეული ზეთისხილის მასა გავხსნათ იმდენ ბულიონში, რომ სქელი წვნიანის კონსისტენცია მივიღოთ. წვნიანი დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 20 წუთი, დავუმატოთ მარილი, ნაღები, ღვინო, დარჩენილი ზეთისხილი და სურვილისამებრ ცხარე წიწაკა, ვადუღოთ კიდევ 7 წუთი და ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ ოხრახუში.

სამზარეულო | გადასვლები: 224 | დაამატა: ზეთისხილის წვნიანი | თარიღი: 2013-06-01

კალმახი გრილზე

კალმახი გრილზე

შემადგენლობა:

4 ც. კალმახი;

4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი;

1ჩ.კ. სვანური მარილი;

მარილი, პილპილი.

მომზადება:

თევზი გაასუფთავეთ, არ გაჭრათ, გარედან წაუსვით მარილი და პილპილი, შიგნიდან კი სვანური მარილი, დატოვეთ 30 წთ.

შემდეგ გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ გრილის  ცხაურზე და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, დროდადრო აკურატულად გადააბრუნეთ.

სუფრასთან მიიტანეთ ახალ მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად.

სამზარეულო | გადასვლები: 195 | დაამატა: კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

ღორის ხორცის მწვადი

ღორის ხორცის მწვადი

შემადგენლობა:

1კგ რბილი ხორცი;

1 თავი ხახვი;

2 ჩ/კ მარილი;

1,5 ჩ/კ შავი პილპილი.

მომზადება:

დაჭერით ხორცი 60-70გ-იან ნაჭრებად, ხახვი ნახევარრგოლებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, და კარგად აურიეთ ხორცი და ხახვი.

დატოვეთ 5 სთ. ცივ ადგილას.

ხორცი წამოაცვით შამფურზე მცირე დაშორებით და შეწვით მაყალზე 15-20 წთ, შამფური გამუდმებით ატრიალეთ.

ხორცის მზადყოფნა შეამოწმეთ დანის დასმით.

სამზარეულო | გადასვლები: 258 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

ნამცხვარი „შარლოტა

ნამცხვარი „შარლოტა" მსხლით

შემადგენლობა:

ცომისთვის:

3 კვერცხი;

1 ჭ.შაქარი;

200 მლ. ნატურალური იოგურტი;

1 პაკეტი საფუარი:

1ს/კ ფქვილი;

პატარა ზომის მსხლები;

ცოტა კარაქი ფორმაზე წასასმელად;

2 ს/კ შაქარი.

მომზადება:

ცომის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბრენდერში.

ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ 2 ს/კ შაქარი, დააწყვეთ ოთხად გაჭრილი მსხლის ნაჭრები, მოასხით ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.

ფორმა გადმოაბრუნეთ თეფშზე და გადაიღეთ ცხელი ნამცხვარი.

სამზარეულო | გადასვლები: 234 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

საცივი

საცივი

 

მასალა:

ინდაური ან ქათამი;

ნიგოზი – 500 გ;

ხახვი – 4-5 თავი;

ზაფრანა – 2 ჩაის კოვზი;

უცხო სუნელი – 4 ჩაის კოვზი;

ხმელი ქინძი – 2 ჩაის კოვზი;

მიხაკი – 3-4 ცალი;

დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი;

ნიორი – 4 კბილი;

ძმარი – 1 სუფრის კოვზი;

ნახარშის წვენი – 10 ჩაის ჭიქა;

მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მოზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ნახევრად მოხარშეთ.

ამოიღეთ  თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში შესაწვავად.

ბულიონს მოხადოეთ ცხიმი და მასში მოშუშეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დაამატეთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი, თან ურიეთ, რომ არ დაიწვას.როცა ოდნავ შევარდისფერდება, ჩაასხით ბულიონში.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დანაყეთ მარილთან ერთად, მასთან ერთად დანაყეთ ნიორიც, აურიეთ ნიგოზში და ხელით დასრისეთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოხდით.

ნიგოზთან ერთად ცალკე დანაყეთ უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გახსენით თბილ ბულიონში, კარგად მოურიეთ, გაატარეთ საცერში და დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ორი კვერცხის გული აურიეთ  1 სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩაასხით, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას.

ადუღებამდე ჩააწყეთ  ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.

როცა საცივი მზად იქნება, გადაიღეთ სპეციალურ ჭურჭელში და სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

სამზარეულო | გადასვლები: 218 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

ტკბილი ფლავი

ტკბილი ფლავი

ექვსი ულუფა

შემადგენლობა:

1,5 ჭიქა ბრინჯი;

საშუალო ზომის სტაფილო 2 ც;

გარგარის ჩირი 150გ.

ქიშმიში 100გ.

კარაქი 100გ.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ქიშმიში, ჩირი და ბრინჯი გარეცხეთ, დაალბეთ ცალ-ცალკე 1 სთ.

სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით ჩხირებად.

კარაქი გაადნეთ ღრმა ქვაბში, ჩააწყვეთ სტაფილო და მიიყვანეთ ნახევრად მზა მდგომარეობაში 4-5წთ-ში.

ჩირი და ქიშმიში გადაწურეთ საწურზე. ჩირი დაჭერით და დაამატეთ სტაფილოს, შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში, ოდნავ მარილი.

ბრინჯი გადაწურეთ და დაამატეთ ქვაბში.

დაასხით ადუღებული წყალი, ბრინჯი უნდა დაიფაროს 2 სმ-ზე, მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ.

ზედაპირიდან წყლის ჩაშრობის შემდეგ, დააფარეთ მჭიდროდ ფართო თეფში, შემდეგ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს დაბალზე და მოამზადეთ 40 წთ.

არ მოურიოთ.

სამზარეულო | გადასვლები: 258 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

სპაგეტი ლიმონით

სპაგეტი ლიმონით

შემადგენლობა:

400გ. სპაგეტი,

2 ლიმონის წვენი;

ერთი დიდი კონა ოხრახუში;

4 კბილი ნიორი;

ზეითუნის ზეთი 5 ს/კ;

100გ. ახლადგახეხილი პარმეზანი;

შავი პილპილი;

მომზადება:

ლიმონი გაფრცქვენით, კანის ნახევარი დაჭერით, გამოწურეთ წვენი. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, ოხრახუშის ფოთლები და ღერო გააცალკევეთ.

დიდი ზომის ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ ნიორი, ლიმონის დაჭრილი კანი და ოხრახუშის ფოთლები.

ტაფა დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.

მოამზადეთ 5 წთ, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.

მოამზადეთ კიდევ 10 წთ, ზეთი არ აადუღოთ.

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში ინსტრუქციის მიხედვით, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაიტანეთ ტაფაზე.

მოაყარეთ გახეხილი ყველი, აურიეთ, გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ დაჭრილი ლიმონის კანი, მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

 


სამზარეულო | გადასვლები: 248 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

თევზის და კარტოფილის კატლეტი

თევზის და კარტოფილის კატლეტი

შემადგენლობა:

350 გ. თეთრი თევზის ფილე;

მსხვილი კარტოფილი 3 ც.

200 მლ. რძე;

1 ჩ/კ ლიმონის წვენი;

1 ჩ/კ მდოგვი;

რამდენიმე ღერი ოხრახუში;

თეთრი პურის ნაჭერი;

1,5 ჭიქა საფანელი;

გამდნარი კარაქი შესაწვავად;

დაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ, მოათავსეთ ბლენდერში და მიღებული მასა გაწურეთ მარლაში.

აადუღეთ რძე, დაამატეთ ცოტა მარილი, კარტოფილი და მოხარშეთ 15 წთ. ღია-თავსახურიან ქვაბში.

სანამ კარტოფილი იხარშება, ბლენდერში დაჭერით ფილე და ოხრახუში, დაამატეთ ლიმონის წვენი და მდოგვი, ათქვიფეთ, გადაიტანეთ ჯამზე.

დაამატეთ მზა კარტოფილის პიურე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასისგან გააკეთეთ 8 მრგვალი კატლეტი, ამოავლეთ საფანელში და შეწვით გაცხელებულ კარაქში 5 წთ. ორივე მხრიდან.

სამზარეულო | გადასვლები: 217 | დაამატა: რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი | თარიღი: 2013-06-01

ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.

მწვანილი კარგად გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუშიკინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.

თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.

ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.

ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.

როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.

სამზარეულო | გადასვლები: 198 | დაამატა: ჩაქაფული | თარიღი: 2013-06-01

Block title


Copyright MyCorp © 2025