
ტკბილი ფლავი ექვსი ულუფა შემადგენლობა: 1,5 ჭიქა ბრინჯი; საშუალო ზომის სტაფილო 2 ც; გარგარის ჩირი 150გ. ქიშმიში 100გ. კარაქი 100გ. მარილი გემოვნებით. მომზადება: ქიშმიში, ჩირი და ბრინჯი გარეცხეთ, დაალბეთ ცალ-ცალკე 1 სთ. სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით ჩხირებად. კარაქი გაადნეთ ღრმა ქვაბში, ჩააწყვეთ სტაფილო და მიიყვანეთ ნახევრად მზა მდგომარეობაში 4-5წთ-ში. ჩირი და ქიშმიში გადაწურეთ საწურზე. ჩირი დაჭერით და დაამატეთ სტაფილოს, შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში, ოდნავ მარილი. ბრინჯი გადაწურეთ და დაამატეთ ქვაბში. დაასხით ადუღებული წყალი, ბრინჯი უნდა დაიფაროს 2 სმ-ზე, მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ. ზედაპირიდან წყლის ჩაშრობის შემდეგ, დააფარეთ მჭიდროდ ფართო თეფში, შემდეგ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს დაბალზე და მოამზადეთ 40 წთ. არ მოურიოთ. |