
თევზის და კარტოფილის კატლეტი შემადგენლობა: 350 გ. თეთრი თევზის ფილე; მსხვილი კარტოფილი 3 ც. 200 მლ. რძე; 1 ჩ/კ ლიმონის წვენი; 1 ჩ/კ მდოგვი; რამდენიმე ღერი ოხრახუში; თეთრი პურის ნაჭერი; 1,5 ჭიქა საფანელი; გამდნარი კარაქი შესაწვავად; დაფქული შავი პილპილი, მარილი გემოვნებით. მომზადება: კარტოფილი გათალეთ, მოათავსეთ ბლენდერში და მიღებული მასა გაწურეთ მარლაში. აადუღეთ რძე, დაამატეთ ცოტა მარილი, კარტოფილი და მოხარშეთ 15 წთ. ღია-თავსახურიან ქვაბში. სანამ კარტოფილი იხარშება, ბლენდერში დაჭერით ფილე და ოხრახუში, დაამატეთ ლიმონის წვენი და მდოგვი, ათქვიფეთ, გადაიტანეთ ჯამზე. დაამატეთ მზა კარტოფილის პიურე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ 8 მრგვალი კატლეტი, ამოავლეთ საფანელში და შეწვით გაცხელებულ კარაქში 5 წთ. ორივე მხრიდან. |