 გსურთ თქვენი ბინის გადაკეთება და ახალი, კომფორტული ინტერიერის შექმნა? ეს არც ისე ძნელია, მაგრამ თუ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს, შეიძლება ძალიან ძნელიც კი აღმოჩნდეს. უცოდინარობით რომ არ დაზარალდეთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ, პერლა გთავაზობთ რჩევებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ბინის რემონტის დროს. 1. ნებისმიერი სარემონტო სამუშაოები იწყება სარემონტო მოედნის მომზადებით: ბინა უნდა დავცალოთ, მოვახდინოთ დემონტაჟი შიდა ტიხრების და კონსტრუქციების (არ შეიძლება შეეხოთ საყრდენ კედლებს), გავასუფთაოთ კედლები, ჭერი, ავყაროთ იატაკი, სანტექნიკა, კარ-ფანჯარა და ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის კაპიტალურ რემონტს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამაზე ადვილი არაფერია, აიღებთ და მოისვრით ყველაფერს, რაც ხელს გიშლით. მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ. ეს ყველაზე არასასიამოვნო, ბინძური და თანაც სახათაბალო საქმეა. შეიძლება დაუდევრობით დაზარალდეთ, ფანჯარა გაგიტყდეთ ჩამოღების დროს, და რამე დაიშავოთ; წყლის მილი დააზიანოთ და მეზობელთან პრობლემები შეგექმნათ, ელ.გაყვანილობის შიშველ ხაზს შეეხოთ, ან სულაც ლიფტი გამოიყვანოთ მწყობრიდან სამშენებლო ნაგვის გატანის დროს. გამოდის, რომ ამ საქმეს უცოდინარმა ადამიანმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი. ბინის გასუფთავებით და სამშენებლო ნაგვის გატანით უნდა ჩაითვალ;ოს, რომ რემონტის პირველი ეტაპი უკან მოიტოვეთ.
2. რემონტის მეორე ეტაპი სამშენებლო მასალაბის ობიექტზე მოტანაა. უცოდინარი ადამიანისთვის ეს საქმეც ძალიან რთულია, რადგან ზუსტად უნდა იცოდეთ რა ხარისხისა და რაოდენობის მასალები დაგჭირდებათ. მასალები შეიძლება მოიტანოთ ეტაპიბრივად (ანუ როდის რა დაგჭირდებათ, იმის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, ბინაში ვეღარ დაეტევით). ობიექტზე მოტანილი მასალები უნდა განალაგოთ ისე, რომ სივრცე დაგრჩეთ სამოძრაოდ და საქმიანობაში ხელი არ შეგიშალოთ. ამავე დროს, ისინი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. არ იფიქროთ მათი ავტოფარეხში ან სადმე სხვაგან დაწყობა, რადგან მასალების აქეთ-იქით თრევა ორმაგად დაგღლით და დროსაც წაგართმევთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მძიმეა მასალა, მით უფრო ძვირი ჯდება მისი გადატანა. 3. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე. უნდა მონიშნოთტიხრების ადგილები და შეუდგეთ მათ ამოყვანას. ამის პარალელურად შეიძლება იმუშაოს ელექტროტექნიკოსმა, გაიყვანოს სადენები კედლებზე და ჭერზე. ასევე შეიძლება გათბობის გაყვანილობის გაკეთება და სანტექნიკის მილების შეცვლა. 4. შემდეგი ეტაპია ლესვა. მლესავები გაასწორებენ და გალესავენ კედლებს, კუთხეებს, ჭრილებს. ამის პარალელურად უნდა დააყენოთ ფანჯრები და რაფები. სანამ ნალესი გაშრება, შეიძლება დაიგოს ბეტონის საფარი, ეგრეთწოდებული "სტიაჟკა"; შეიძლება გაიყვანოთ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები სამზარეულოს, სააბაზანოსა და საპირფარეშოში. ამის შემდეგ ელექტროტექნიკოსი დააყენებს მრიცხველს, ავტომატურ გადამრთველებს... როცა ნალესი გაშრება (კარგი იქნება თუ 1 თვე მაინც გავაჩერებთ სრულ გაშრობამდე) უნდა დაიწყოს სამღებრო სამუშაოები. ასევე უნდა დაიწყოთ მოპირკეთება კერამიკული ფილებით. 
6. სამღებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაგებთ პარკეტს. ჯერ იგება ეგრეწოდებული "შავი იატაკი" _ ამისათვის ყველაზე ხშირად იყენებენ ფანერას. ამის შემდეგ იგება პარკეტი (ნატურალური ხის ან ლამინირებული). ნატურალური ხის პარკეტის დაგების შემდეგ, ხდება მისი მოხვეწა, ესმევა გრუნტი და 2-3 ფენა ლაქი. ბოლო ფენა ლაქის წასმიდან 3-5 დღის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ და განაგრძოთ ბინის სამუშაოები, მაგრამ იქ ნუ დაიძინებთ, სანამ ლაქის სუნი იგრძნობა. 
7. ყველაზე ბოლო ეტაპი გახლავთ ბინის წესრიგში მოყვანა. უნდა გაიწმინდოს, გაიფხიკოს დასუფთავდეს და ფანჯრები, კარებები, მეტლახი... გავიტანოთ ბინიდან მორჩენილი მასალები, ხელსაწყოები და მუშაობის დროს დაგროვილი სამშენებლო მასალები და თქვენი ბინა მზადაა ავეჯის, სანათების, ფარდებისა და სხვა აქსესუარების მისაღებად! ავტორი: ემილი. 
|